პარლამენტის შენობასთან გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
პარლამენტის შენობასთან გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა პატიმრობიდან გათავისუფლდეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, აქცია არის გამაფრთხილებელი. მათივე თქმით, თუკი გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.
„შევიკრიბეთ გიორგი რურუას მეგობრები და ვითხოვთ კიდევ ერთხელ, რომ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და სასწრაფო წესით გათავისუფლდეს გიორგი რურუა პატიმრობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავიწყებთ აქციებს პერმანენტულად. არ გამოვრიცხავთ, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და აქტივისტებთანაც. სოლიდარობა გიორგი რურუას და ის უნდა გათავისუფლდეს საპატიმროდან“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან მერაბიშვილმა.