საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
როგორც პარლამენტთან შეკრებილები ამბობდნენ, ნებისმიერ მოქალაქეს ივერი მელაშვილისთვის, ნატალია ილიჩოვასა და გიორგი რურუასთვის წერილის გაგზავნა შეეძლო.
„ინიციატივა იყო ასეთი – გაკეთდა სპეციალური ფურცლები სათითაოდ ილიჩოვაზე, მელაშვილზე და რურუაზე. გვინდოდა, მოქალაქეებს თავისი ემოცია გაეგზავნათ საახალწლოდ პოლიტპატიმრებისთვის.
ძალიან ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია რადიკალურად განსხვავებულია იმ პროპაგანდისტულისგან, რომელსაც ჩვენ ვისმენთ. სრულიად შემთხვევითობის პრინციპით ადამიანები, გამვლელები თავიანთ ემოციებს წერენ“, – განაცხადა აკაკი კობალაძის მეუღლე სოფო სოსელიამ.
აქციაზე იმყოფებოდნენ პარტია „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.