საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში საშემოდგომო სესიას დახურავს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში წარმართავს.
დეპუტატები მიმდინარე კვირაში ჩანიშნულ სხდომებზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტსა და ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ განიხილა.
ცვლილებების მიხედვით, ე.წ. ბონუს სისტემა გაუქმდება და 2020 წელს პოლიტიკური პარტიებს ბლოკებად ერთჯერადად გაერთიანების უფლება ექნებათ.
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს საშემოდგომო სესიაზე პირველი მოსმენით მიიღებს, ხოლო მესამე მოსმენით დამტკიცება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.