საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია ხვალ ოფიციალურად დაიხურება.
საშემოდგომო სესიის დახურვა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე მოხდება.
ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში სამი მინისტრის მოსმენა იგეგმება.
კერძოდ, ესენი არიან ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკის მინისტრები.
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება, საგაზაფხულო სესია კი, თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.