პარლამენტმა საშემოდგომო სესია სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დახურა. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა, საკანონმდებლო ორგანოს ძალიან წარმატებული წელი ჰქონდა.
„მთავარი მიღწევა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, რომელიც დავამტკიცეთ, რომლის შედეგად ევროპული პრაქტიკის შესაბამისი კონსტიტუცია მივიღეთ, რაც ქვეყნისთვის ძალიან დიდი მიღწევაა.
ეს ყველაფერი იმას უზრუნველყოფს, რომ საქართველოში ავტოკრატია აღარასოდეს აღარ იქნება. საკონსტიტუციო ცვლილებები სწორედ ამის პრევენციას ემსახურება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რეგლამენტის გათვალისწინებით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება და თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება.