მეათე მოწვევის პარლამენტი ბოლო საშემოდგომო სესიას გახსნის.
საშემოდგომო სესია, რეგლამენტის შესაბამისად, სექტემბრის პირველ სამშაბათს, 3 სექტემბერს გაიხსნება.
პლენარული სხდომები 3-6 სექტემბრის კვირაში გაიმართება. ასევე, შესაძლოა, პლენარული სხდომები გაიმართოს 16-20 სექტემბრის კვირაშიც. საშემოდგომო სესიის ფარგლებში პარლამენტი რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელებს, რომელთა შორისაა ამნისტიის გამოცხადების თაობაზე მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებები, ასევე, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით.
რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.