პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფორმატში მუშაობას ასრულებს. რეგლამენტის შესაბამისად, საშემოდგომო სესია 17 დეკემბერს დაიხურება.
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს. ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი წარუდგენს. ბიუჯეტის პროექტის განხილვის გარდა, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატები იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრებს მოუსმენენ და მათგან ანგარიშს ჩაიბარებენ.
პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად პირველ თებერვალს გაანაახლებს და საგაზაფხულო სესიას გახსნის. აღნიშნული სესიის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშნველოვანი გადაწყვეტილება იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე იქნება მისაღები, რომელიც საარჩევნო ბარიერის 2 პროცენტამდე შემცირებას და სრულად პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს.