პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მიხეილ სარჯველაძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ სარჯველაძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განიხილა და მხარი დაუჭირა.
კომიტეტის დასკვნა განსახილველად და საბოლოო გაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომაზე განიხილება.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 2024 წლის 11 მარტს მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მეხუთე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მეექვსე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრს, მიხეილ სარჯველაძეს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.