პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მამუკა ხაზარაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მამუკა ხაზარაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მამუკა ხაზარაძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

საკომიტეტო განხილვის შემდეგ, საკითხზე მსჯელობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოხდება. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის საჭიროა 51 დეპუტატის ხმა.

მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში ადგილმონაცვლე შესაძლოა, არ ჰყავდეს, რადგან „ლელომ“, რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, 2020 წელს ცესკო-ს პარტიული სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. აღნიშნული მოთხოვნა საარჩევნო ადმინისტრაციამ დააკმაყოფილა. შესაბამისად, „ლელოს“ მიერ საპარლამენტო არჩევნებზე წარდგენილი პარტიული სია გაუქმებულია.

შეგახსენებთ, „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით პარლამენტს 4 ნოემბერს მიმართა. მამუკა ხაზარაძემ სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ განცხადება 31 ოქტომბერს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გააკეთა.