პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს ეთიკის საბჭოს დადგენილების პროექტზე იმსჯელებს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს ეთიკის საბჭოს დადგენილების პროექტზე იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს საკანონმდებლო ორგანოს ეთიკის საბჭოს დადგენილების პროექტზე იმსჯელებს.

როგორც კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში ეთიკის საბჭოს არსებობას ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს.

რეგლამენტიდან გამომდინარე, დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დადგენილების პროექტს შეიმუშავებს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომ ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში 16 წევრი უნდა იყოს. დადგენილებას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს. ვფიქრობ, ეს მიმდინარე კვირაშივე მოხდება. შემდეგ კი, საბჭოში ფრაქციებისთვის კვოტები განისაზღვრება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ამასთან, მისი თქმით, არსებობს პრინციპი, რომ ეთიკის საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობა არ შეიძლება, უმრავლესობით იყოს წარმოდგენილი.

„ეთიკის საბჭო ამ პრინციპის საფუძველზე დაკომპლექტდება და ფუნქციონირებას რეგლამენტის მიხედვით დაიწყებს. ამის პარალელურად, საპარლამენტო ეთიკის კოდექსი არსებობს, რომელიც ეთიკის სტანდარტებს ადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ გადაცდომას ექნება ადგილი, ეთიკის საბჭო იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს“, – განმარტა გიორგი კახიანმა.

საქართველოს პარლამენტში ეთიკის საბჭო იქმნება.