პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, პარლამენტის თანამშრომლის დაინფიცირების წყარო უცნობია, მასთან შემხებლობაში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში არიან გადასული.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს.