პარლამენტის პლენარული სხდომების რაოდენობა საგაზაფხულო სესიიდან გაიზრდება
პარლამენტის პლენარული სხდომების რაოდენობა საგაზაფხულო სესიიდან გაიზრდება.
პლენარული სხდომების რაოდენობა ახალი რეგლამენტით გაიზარდა, რომელიც რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა.
დეპუტატები პლენარული სხდომების კვირაში სამჯერ იკრიბებოდნენ, ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით კი, სასესიო კვირაში ოთხი სხდომა გაიმართება.
კერძოდ, პლენარული სხდომები ოთხშაბათის ნაცვლად, სამშაბათიდან იქნება მოწვეული პარასკევის ჩათვლით.
რეგლამენტის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს, 5 თებერვალს გაიხსნება.