პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად მიმდინარე კვირას განაახლებს. საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიას 6 თებერვალს ბიუროს სხდომით გახსნის, ხოლო 7 თებერვლიდან პლენარული სხდომები გაიმართება.
დეპუტატებს საგაზაფხულო სესიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, რომელთა შორისაა რეზერვის სისტემის რეფორმა, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, სასამართლოს ე.წ. მეოთხე ტალღა, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები და ა.შ.
რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.