საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს დაიხურება. პლენარული სხდომა დღეს 12:00 საათზეა დაგეგმილი, სადაც კანონპროექტებს განიხილავენ, მოგვიანებით კი, საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაიხურება.
რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის გაგრძელება რიგგარეშე სხდომების ფორმატში შეუძლია.
რაც შეეხება საშემოდგომო სესიას, რეგლამენტით, სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.