პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ერთიანი ევროგადახდის სივრცეში გაწევრიანებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ერთიანი ევროგადახდის სივრცეში გაწევრიანებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ერთიანი ევროგადახდის გეოგრაფიულ სივრცეში გაწევრიანებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავს.

საკანონმდებლო ორგანოში დილიდან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს უსმენენ. საქმე ეხება სამ კანონპროექტს. პირველია საგადასახადო სისტემების შესახებ კანონი, რაც არეგულირებს ბაზრის მოთამაშეებს შორის გადახდის წესებს, მოდერნიზაციას უკეთებს და შესაბამისობაში მოჰყავს ევროდირექტივებთან.

მეორე არის ვირტუალური აქტივების სერვისპროვაიდერების, იგივე კრიპტოაქტივების შესახებ კანონპროექტი, რომელიც ეხება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით ზედამხედველობას. მესამე კანონპროექტი ეხება კომერციული ბანკების შესახებ კანონში ცვლილებებს, რაც დიდწილად არის დაზუსტებები და ჰარმონიზაცია ევროდირექტივასთან.

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ავტორები კი ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ბანკი.

საქართველო ერთიანი ევროგადახდების სივრცეში გასაწევრიანებლად განაცხადს სექტემბერში შეიტანს, განხილვა კი, ნოემბერში გაიმართება. SEPA-ში გაწევრიანებისთვის საჭირო კრიტერიუმების დროულად შესრულებისთვისთვის საქართველოს პარლამენტი კანონპროექტებს დაჩქარებული წესით განიხილავს.