პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები ბიუროს სხდომებს დაესწრებიან
პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები, რეგლამენტის თანახმად, ბიუროს სხდომას დაესწრებიან და სათათბირო ხმის უფლებით ისარგებლებენ, – ამის შესახებ განცხადება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
„უკვე განთავსებულია თქვენი, პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელების სახელები. შეგიძლიათ, თავისუფლად დაესწროთ ბიუროს სხდომას, თუმცა, ამავე დროს, შეგახსენებთ, რომ სათათბირო ხმის უფლებით დაესწრებით, ამიტომ კენჭსაყრელი საკითხების დროს, თქვენი მხრიდან მონაწილეობა არ არის გათვალისწინებული და თქვენი ხმა შესაბამისად, კენჭისყრაში მხედველობაში არ მიიღება“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საკითხი პოლიტიკური ჯგუფების ბიუროზე დასწრების შესახებ პარლამენტის ბიუროს წინა სხდომაზე დაისვა.