პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება.
ხვალ დილით, 11:00 საათზე ჩანიშნულია ბიუროს სხდომა, რის შემდეგაც 12:00 საათზე პლენარული სხდომა იქნება.
რეგლამენტის შესაბამისად, სამშაბათს იმართება პოლიტიკური დებატები, შემდეგ კი, საკითხების განხილვა ხდება. პარლამენტმა საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს გახსნა, რის შემდეგაც, თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე, პლენარული სხდომები არ გამართულა. ხვალინდელ ბიუროს სხდომას წარედგინება 2022 წლის სახელწიფო ბიუჯეტის პროექტიც.