პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, სხდომაზე დროზე ადრე მივიდა, თუმცა რეგისტრაციის გავლა დაგვიანდა, რის გამოც დარბაზიდან გავიდა. მისი თქმით, რეგისტრაცია მის გარეშე ჩატარდა.
ბობოხიძე დაინტერესდა, რატომ დაგვიანდა პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ სხდომის დაგვიანებით დაწყებას ობიექტური მიზეზი ჰქონდა. კობახიძის თქმით, აკაკი ბობოხიძე ვალდებული იყო, დარბაზში ყოფილიყო და აღნიშნა, რომ მან რეგლამენტი დაარღვია, რის შემდეგაც ბობოხიძესა და კობახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
სხდომათა დარბაზში დეპუტატების რეგისტრაციის პროცესის დაგვიანება პარლამენტის პლენარულ სხდომამდე ბიუროს სხდომამ გამოიწვია, რომელიც დაგვიანებით დაიწყო.