პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტების განხილვა დაიწყო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტების განხილვა დაიწყო

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტების განხილვა დაიწყო.

ცვლილებები შინაარსობრივად უკვე წარადგინა საკითხის მომხსენებელმა, გურამ მაჭარაშვილმა.

კანონპროექტების დღეს განხილვის საკითხს რამდენიმე წუთის წინ მოჰყვა ცხარე კამათი ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის. ოპოზიციამ გააპროტესტა საკითხის დღეს განხილვა, მათ თქვეს, რომ ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვა ხუთშაბათს მოხდებოდა და დღეს ამ საკითხის დღის წესრიგში ჩასმა არის ფანდი, ეშმაკური ხრიკი.

სხდომას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ლევან ბეჟაშვილი, აკაკი მინაშვილი, დავით კირკიტაძე, ხატია დეკანოიძე და ლევან ხაბეიშვილი, რომლებიც პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ.

ამ წუთებში კანონპროქტებზე მსჯელობა კითხვების დასმის რეჟიმში მიმდინარეობს.