პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ეროვნული ბანკის შესახებ“ პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონზე მსჯელობენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ეროვნული ბანკის შესახებ“ პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონზე მსჯელობენ. დეპუტატებს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცნობს.
გიორგი მსხილაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება არ იყო, ისევე როგორც არ არის საჭიროება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების.
ცვლილებების მიხედვით, ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღება ხდება.