პარლამენტის პლენარულ სდომაზე მამუკა მდინარაძე და პაატა მანჯგალაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
პარლამენტის პლენარულ სდომაზე მამუკა მდინარაძე და პაატა მანჯგალაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და ოპოზიციონერი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

დაპირისპირების მიზეზი გახდა პაატა მანჯგალაძის გამოსვლის ის ნაწილი, სადაც მან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. მანჯგალაძემ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა ანტიქართული და ანტიდასავლური განცხადებები. დეპუტატმა „ქართულ ოცნებას“ კითხვით მიმართა, ემიჯნებიან თუ არა პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მისი ამ კითხვას მოყვა მამუკა მდინარაძის პროტესტი.

„ჩვენ ვთქვით, რომ ომი საქართველომ დაიწყო, თუ ამათმა ჩაწერეს რეზოლუციაში? აქეთ იშვერთ ხელს? ერთი წელია, ამ კითხვას ვსვამ და პასუხი ვერ გაგაცემინეთ ვერავის. იყო ღალატი თუ არა? ნუ კაცობ პაატა. რა გამოძიება გინდა, დოკუმენტში წერია და ამ დოკუმენტში ვინ ჩაწერა ეს“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ პაატა მანჯგალაძეს.