პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შესაძლოა, გია ვოლსკიმ შეცვალოს
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შესაძლოა, გია ვოლსკიმ შეცვალოს.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ამჟამად, გია ვოლსკი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და ვიცე-სპიკერის პოსტზეა.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გია ვოლსკის კანდიდატურა მოიაზრება.
იმ შემთხვევაში, თუ გია ვოლსკი პირველი ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს, მას უფლება ექნება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაც შეითავსოს, როგორც დღეს აქვს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე თამარ ჩუგოშვილი გახლდათ, თუმცა მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მომზადებული კონსტიტუციური პროექტის ჩავარდნის გამო, პროტესტის ნიშნად, საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობა დატოვა.
თამარ ჩუგოშვილი პირველი ვიცე-სპიკერის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით, ბიუროსთვის მიმართვას გეგმავს.