პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე ვახტანგ გომელაურს უსმენენ
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე ვახტანგ გომელაურს უსმენენ

პარლამენტის ნდობის ჯგუფი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტან გომელაურს უსმენს. ვახტანგ გომელაური საიდუმლო შესყიდვებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციას წარადგენს. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

ნდობის ჯგუფის ოპოზიციონერი წევრებიდან სხდომას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თემურ ჯანაშია ესწრება.

ნდობის ჯგუფის სხდომა პარლამენტში 10:00 საათზე დაიწყო.

რაც შეეხება „მინისტრის საათის“ ფორმატს, როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს „მინისტრის საათის“ ფორმატში 17 მარტს მოუსმენს.