საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების წესი იცვლება.
შესაბამისი ცვლილებები „ნდობის ჯგუფის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება პირველი არხის ინფორმაციით, 8 აპრილს ბიუროს სხდომაზე მოხდება. ცვლილებებით, ნდობის ჯგუფში ერთი წევრი უმცირესობის წარმომადგენელი იქნება, ხოლო ერთი – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე დეპუტატი.
„აუცილებელია, უმცირესობის არარსებობისას განისაზღვროს სუბიექტი, რომელსაც ზემოაღნიშნული კვოტით წარდგინების უფლებამოსილება ექნება. წარმოდგენილი, პროექტის მიხედვით, უმცირესობის არარსებობის შემთხვევაში, უმრავლესობის გარეთ დარჩენილი წევრები უფლებამოსილი იქნებიან, ნდობის ჯგუფში წარადგინონ უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის ორი წევრი. მეტი მხარდაჭერის პრინციპი უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ წარდგენილ ახალ კანდიდატურაზე არ ვრცელდება“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. ამ დროისთვის, ნდობის ჯგუფის წევრი ირაკლი სესიაშვილი და არჩილ თალაკვაძე არიან.