საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფი პირველ სხდომას ხვალ გამართავს.
როგორც ჟურნალისტებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ნდობის ჯგუფის სხდომაზე გრაფიკი იქნება წარდგენილი, უწყებების მოსმენა როდის მოხდება. მისი თქმით, საორგანიზაციო შეხვედრა იქნება.
ამასთან, სესიაშვილი შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურთანაც გეგმავს.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში ნდობის ჯგუფი დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა, რომლის წევრები არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი აბესაძე და ეკა ბესელია არიან.