საქართველოს პარლამენტში რამდენიმე წუთში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაიწყება. საკანონმდებლო ორგანოში უკვე იმყოფებიან დეპუტატები.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისათვის სიმშვიდეა. გუშინდელისგან განსხვავებით, არ არის აღმართული რკინის კონსტრუქციები და გზები გახსნილია როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე ავტომანქანებისთვის. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ჯერჯერობით, პარლამენტთან არ გამოჩენილან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც დღეისათვის პარლამენტის პიკეტირებას აანონსებდნენ.