პარლამენტის კულტურის კომიტეტი ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის განცხადებით, კულტურის სამინისტროსა და შესაბამისი კომიტეტის შექმნა ნიშნავს იმას, რომ შემდგომ წლებში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კულტურის პოლიტიკის გატარება და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ამ მიმართულებას.
კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცეს კომიტეტის დებულებაც. ასევე, პირველი მოადგილის თანამდებობაზე აირჩიეს ირაკლი მეზურნიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ კვოტით მოადგილე კი ქეთევან დუმბაძე იქნება.