კორონავირუსი პარლამენტის კიდევ ორ წევრს დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ ირაკლი ზარქუასა და ირაკლი მეძმარიაშვილს.
გუშინ ვირუსი მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანს და მაია მენაღარიშვილს დაუდასტურდათ. ამასთან, ინფიცირებულია პარლამენტის აპარატის ოთხი თანამშრომელიც.
შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოში დღეს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.