პარლამენტის ხვალინდელ სესიაზე განათლებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეებს აირჩევენ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ხვალინდელ სესიაზე პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარეებს აირჩევენ.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ წარმოდგენილი იქნება გივი მიქანაძე, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ – პაატა კვიჟინაძე.
„საპარლამენტო უმრავლესობამ იმსჯელა და ხვალ პარლამენტის წინაშე ასარჩევად განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ წარმოდგენილი იქნება გივი მიქანაძე, რომელიც აქამდე იკავებდა ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ კი – პაატა კვიჟინაძე“, – განაცხადა მდინარაძემ.