პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობენ.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცნობს.

სპიკერის განმარტებით, ვინაიდან, ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა ხდება, პროცედურა მხოლოდ რედაქციული სახის შენიშვნების გამოთქმის საშუალებას იძლევა.

პარლამენტი ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით კენჭს მიმდინარე სასესიო კვირაში უყრის.

პროქტით, ე.წ. ბონუსს სისტემა უქმდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების ერთჯერადად დაშვება ხდება. ცვლილებები ეხება ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსა და რელიგიის თავებსაც. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.