პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატებს, თამარ კორძაიასა და ანა ნაცვლიშვილს დაატოვებინეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატებს, თამარ კორძაიასა და ანა ნაცვლიშვილს დაატოვებინეს. ოპოზიციონერ დეპუტატებსა და უმრავლესობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

თამარ კორძაიამ და ანა ნაცვლიშვილმა სხდომა რამდენიმე საათის წინ საკუთარი ნებით დატოვეს, როცა ოპოზიციის სხვა წევრებს სხდომა დაატოვებინეს. თუმცა ისინი მოგვიანებით სხდომაზე დაბრუნდნენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, უკვე მე-11 საათია, მიმდინარეობს.