პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
სხდომაზე ერთმანეთს უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე და ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. მანამდე კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ლევან ხაბეიშვილს გაფრთხილება მისცა და შემდეგ სხდომის დატოვება მოსთხოვა.
ხაბეიშვილმა უმრავლესობას მიმართა: „მერე გწყინთ, რუსული კანონი რატომ არისო და რუსულად იქცევით“. მის ამ მიმართვას მაია ბითაძის პროტესტი მოჰყვა.
მანამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს დაატოვებინეს. სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.