პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი სხდომაზე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების დასწრების საკითხი გახდა. კომიტეტის სხდომა ოთხი საათისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
თავდაპირველად, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, ვიდრე დეპუტატები საკუთარ ადგილებს არ დაიკავებდნენ, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი უკვე კომიტეტის სხდომაზე იმყოფებიან.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე უნდა განიხილოს ისეთი საკითხები, როგორიცაა საარჩევნო კოდექსი და პარტიების დაფინანსების თემა, რასთან დაკავშირებითაც ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სურთ.