პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო ქვეყანაში აივ/შიდსის მხრივ არსებული მდგომარეობა, მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები.
შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 8028 შემთხვევა, მათგან 6023 მამაკაცია და 2005 – ქალი. ქვეყანაში აივ/შიდსით ავადმყოფების სავარაუდო რიცხვია 9400. შიდსი განუვითარდა 4197 ავადმყოფს და 1626 გარდაიცვალა. 2019 წლის პირველ 11 თვეში უკვე გამოვლინდა აივ/შიდსის 594 ახალი შემთხვევა.
შეხვედრას შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ.