პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გივი ჭიჭინაძე აირჩიეს
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე გახდა.
კომიტეტმა პირველი მოადგილე დღევანდელ სხდომაზე აირჩია.
გივი ჭიჭინაძე დიასპორის საკითხთა კომიტეტში უკვე გაწევრიანდა, შესაბამისი მიმართვა ბიუროს გუშინ წარედგინა.
დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.