პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია გახდა
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია გახდა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია გახდა. აღნიშნულ თანამდებობაზე ბექა ოდიშარია დღეს აირჩიეს.

კენჭისყრაზე მას მხარი 97 დეპუტატმა დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ბექა ოდიშარია ზვიად კვაჭანტირაძეს ჩაანაცვლებს, რომელმაც პოსტი გასულ კვირას დატოვა.

უმრავლესობას ზვიად კვაჭანტირაძის პოსტიდან გადაყენება სურდა, თუმცა საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა, რის გამოც განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა, თუმცა აღარ ჩატარდა, რადგან თანამდებობა კვაჭანტირაძემ საკუთარი ნებით დატოვა.