პარლამენტის დელეგაციის უკრაინაში წასვლის საკითხზე დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება
პარლამენტის დელეგაციის უკრაინაში წასვლის საკითხზე დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

12:00 საათზე ჩანიშნულია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრაზე ბოლო დეტალების შეთანხმება მოხდება. არსებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით დელეგაცია უკრაინაში დღეს დღის მეორე ნახევარში გაემგზავრება.

აღნიშნულ დელეგაციაში ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა, ყველა საპარლამენტო პარტია იქნება წარმოდგენილი.