პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს შესაძლოა, სახელი შეეცვალოს
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს შესაძლოა, სახელი შეეცვალოს.
რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ მოამზადა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კომიტეტს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დაერქმევა.
პროექტით, ცვლილებების ამოქმედების ვადად განისაზღვრა კანონის გამოქვეყნებიდან მეხუთე დღე.