პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დაქვითული თანხა თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდეს
პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დაქვითული თანხა თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდეს

პარლამენტის ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დაქვითული თანხა თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვას მოხმარდება.

„უნდა დავამტკიცოთ ხაზინადართა საბჭოს 274-ე გადაწყვეტილება, რომელიც ეხება თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვას. როგორც გუშინ მოგახსენეთ, მივმართე ხაზინადართა საბჭოს, რათა დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დაქვითული ხელფასის თანხა მიიმართოს ამ საკითხზე. შესაბამისად, გთხოვთ, დავამტკიცოთ ხაზინადართა საბჭოს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხად შალვა პაპუაშვილმა.