პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა უკრაინაში ომის დროს დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
როგორც ბიუროს სხდომის დაწყებისას შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, უკრაინის წინააღმდეგ არნახული აგრესია ხორციელდება.
„მინდა, გამოვეხმაურო იმ არნახულ აგრესიას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ხორციელდება, ომს, რომელსაც ყოველდღიურად მოაქვს მსხვერპლი. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენს განსაკუთრებულ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს ომი დაკავშირებული არის მსხვერპლთან, ადამიანურ ტრაგედიებთან, ამიტომ კოლეგებო, მინდა შემოგთავაზოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მსხვერპლებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.