საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში წარედგინება, რომელიც 447-გვერდიანია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2018 წელს, სახალხო დამცველის აპარატში 8480 განცხადება შევიდა, ცხელ ხაზზე 6063 ზარი დაფიქსირდა. მათი ცნობით, ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად, გაცემულია 107 რეკომენდაცია/წინადადება.
ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა 11-ჯერ წარადგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრება, მათ შორის ორ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებთან მიმართებაში. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნილია ორი კონსტიტუციური სარჩელი.
ომბუდსმენის ცნობით, მათ მიერ 2018 წლის განმავლობაში 11 სპეციალური ანგარიში მომზადდა.