პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება
პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება. კონსტიტუციური პროექტი ინიციატორი 91 დეპუტატია, რომელთა შორის ოპოზიციის წარმომადგენლებიც არიან. ცვლილებების მომზადება შარლ მიშელის შეთანხმებას უკავშირდება.
პროექტის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი 2%-მდე მცირდება. ასევე დგინდება, რომ 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული პარლამენტის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები.
ამასთან, კონსტიტუციური პროექტით იცვლება გენერალური პროკურორის არჩევის წესი. კერძოდ, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის 3/5 უმრავლესობით.