პარლამენტის ბიურომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიმართვა მიიღო საკანონმდებლო ორგანოში შესული ხუთი ახალი დეპუტატის ფრაქციაში გაწევრიანების შესახებ
პარლამენტის ბიურომ დღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიმართვა მიიღო საკანონმდებლო ორგანოში შესული ხუთი ახალი დეპუტატის ფრაქციაში გაწევრიანების შესახებ.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, გახლავთ ერთი საკითხი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა, პარლამენტის წევრების – გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანის და ირაკლი კირცხალიას ფრაქციაში გაწევრიანების შესახებ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.