პარლამენტის ბიურომ ნატო და როსტომ ჩხეიძეების ახალი პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ რეგისტრაციაში გაატარა
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ახალი პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ რეგისტრაციაში გატარდა.
როგორც ცნობილია, ახალი პოლიტიკური ჯგუფი ორი წევრისგან – როსტომ და ნატო ჩხეიძეებისგან შედგება.
„რეგისტრაციაში უნდა გავატაროთ პოლიტიკური ჯგუფი. საპროცედურო კომიტეტმა ამასთან დაკავშირებით წარმოადგინა დასკვნა. პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“. როგორც ვიცი, იქნებიან როსტომ ჩხეიძე და ნატო ჩხეიძე. ასე რომ, შემოგვემატება კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფი. ვუსურვებთ წარმატებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.