საქართველოს პარლამენტის აპარატს ქეთევან კვინიკაძე უხელმძღვანელებს.
პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობაზე ის გივი მიქანაძეს შეცვლის.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ქეთევან კვინიკაძე პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.