პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხზე იმსჯელებენ
პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე დეპუტატებს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაციას გააცნობს.
გიორგი კაკაურიძე საქართველოს 2021 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების მონაცემებზეც ისაუბრებს და საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებლებზეც გაამახვილებს ყურადღებას.
„ზოგადი შეფასებით, ბიუჯეტის მოცულობები პირველ კვარტალში სრულად არის შესრულებული, რაც გულისხმობს იმას, რომ გადასახადების ჭრილში რაც იყო დაგეგმილი, ბიუჯეტში შესული. ეს გვაძლევს იმის მოლოდინის უფლებას, რომ დაგეგმილი ბიუჯეტი და ეკონომიკური ზრდა იქნება ადეკვატური, რა პროგნოზებიც გაკეთდა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება, ხარჯვითი ნაწილიც რომ განხორციელდეს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა.