პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის ფარგლებში, დეპუტატები ცვლილებებზე დღეს ექვსი საათი მსჯელობდნენ.

კენჭისყრაზე დადგა ოპოზიციის მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც დღეს, შალვა შავგულიძემ წარადგინა. ოპოზიციის ვერსია კენჭისყრაზე ჩავარდა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კანონპროექტს, პროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 2019 წლის 19- 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება პირობით მსჯავრზეც. 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც აღსრულებულია, მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება.