პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს.

კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი არ დაუშვებს, საქართველოს ისეთი პრეზიდენტი ჰყავდეს, რომელიც ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს.

„საქართველოს ისეთი პრეზიდენტი არ ეყოლება, რომელიც იტყვის, რომ ომი საქართველომ დაიწყო. პრეზიდენტი პუტინის მოწმე არ იქნება“, – აღნიშნა რატიანმა.

ოპოზიციონერ დეპუტატს უმრავლესობის წევრები ანრი ოხანაშვილი და რატი იონათამიშვილი გამოეხმაურნენ. უმრავლესობის წევრებმა რატიანს იმის დაკონკრეტება მოსთხოვეს, გრიგოლ ვაშაძე რუსეთში რას საქმიანობდა.

„არჩევნებში ვინ გაიმარჯვა? პასუხი არ გაქვთ, ვინ გაიმარჯვა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ემიჯნებით? ჩამოყალიბდით, პოლიტიკაში საით ხართ და რა გინდათ”, – მიმართა იონათამიშვილმა რატიანს.