პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ.
კომიტეტის სამუშაო ჯგუფის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელსაც სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ესწრებიან.
კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, საკითხები დაგროვდა, რომელიც სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს აწუხებთ.
მისი თქმით, საჭიროა პრობლემების გადაჭრა მოხდეს.
„სამუშაო ჯგუფი ინკლუზიურია და ვინც დაინტერესებულია რელიგიური საკითხებით, შეუძლია, მასში ჩაერთოს და საკუთარი მოსაზრებები წარადგინოს. შევეცდებით, რომ რელიგიური თავისუფლების რეალიზაცია სხვადასხვა მიმართულებით გავაუმჯობესოთ. ეს პროცესი მაქსიმალური ჩართულობით უნდა წარიმართოს”, – განაცხადა კილაძემ.