პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას მომავალი კვირიდან დაიწყებს
საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას მომავალი კვირიდან დაიწყებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანდიდატებს 6 ივლისიდან მოუსმენს. დღის მანძილზე მოხდება ორი კანდიდატის მოსმენა, პირველ სხდომაზე გოჩა აბუსერიძესა და გიორგი გოგიაშვილს მოუსმენენ.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე შეათანხმეს გრაფიკი კანდიდატების მოსმენის და ვის რამდენი წუთი ექნება გამოსვლისთვის. დღევანდელ სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრნენ შალვა შავგულიძე და ბაჩუკი ქარდავა. მათ თქვეს, რომ კანდიდატების მოსმენით „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებას არღვევს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მომავალ კვირას ცხრა კანდიდატს უნდა მოუსმინოს, რის შემდეგაც კანდიდატები პლენარულ სხდომას უნდა წარედგინოს.